• Kintrishi Protected Areas

  • Kazbegi National Park

  •  

  • Pshav-Khevsureti Protected Areas

  • Algeti National Park

„დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველოს“ ფარგლებში, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მოეწყო სამუშაო შეხვედრები

10 თებერვალი, 2017
2017 წლის 9 და 10 თებერვალს, „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში  - საქართველოს“ ფარგლებში, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მოეწყო სამუშაო შეხვედრები, რომელთა მიზანს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისა და ყაზბეგის ეროვნული პარკის და მათი დამხმარე ზონების ტურიზმის განვითარების სტრატეგიების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრებს უძღვებოდა გერმანელი ექსპერტი შტეფან შულეინი მის ადგილობრივ თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც აღნიშნული სტრატეგიების შემუშავებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და შესაბამისი ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლები, დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების დირექტორები და ტურიზმის სფეროში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეები. 

ტურიზმის სტრატეგიების შემუშავების დასრულება ნავარაუდევია 2107 წლის აპრილში.