• Kintrishi Protected Areas

  • Kazbegi National Park

  •  

  • Pshav-Khevsureti Protected Areas

  • Algeti National Park

"დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველოს" ფარგლებში, ქობულეთსა და მანგლისში მოეწყო სამუშაო შეხვედრები

15 თებერვალი, 2017
2017 წლის 14 და 15 თებერვალს, „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველოს“ ფარგლებში, ქობულეთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში მოეწყო სამუშაო შეხვედრები, რომელთა მიზანს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე და ალგეთის ეროვნული პარკში და მათ დამხმარე ზონებში ტურიზმის განვითარების სტრატეგიების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრებს უძღვებოდა გერმანელი ექსპერტი შტეფან შულეინი, რომელიც აღნიშნული სტრატეგიების შემუშავებაზე არის პასუხისმგებელი. 

სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ ქობულეთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და შესაბამისი ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლები, დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების დირექტორები და ტურიზმის სფეროში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეები.

ტურიზმის განვითარების სტრატეგიებზე მუშაობის დასრულება ნავარაუდევია 2107 წლის აპრილისთვის.

დაბა სტეფანწმინდაში, გაიმართა ყაზბეგის ეროვნული პარკის "რეგიონული მრჩეველთა საბჭო - ყაზბეგის" სამუშაო შეხვედრა

3 თებერვალი, 2017
2017 წლის 3 თებერვალს, დაბა სტეფანწმინდაში, გაიმართა ყაზბეგის ეროვნული პარკის ‘რეგიონული მრჩეველთა  საბჭო - ყაზბეგის’ სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებს წარედგინათ ინფომაცია ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, ყაზბეგის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის და SPPA-საქართველოს მიერ 2016 წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. დამატებით წარდგენილ იქნა 2015 წლის ფინანსური თანამონაწილეობითი მიდგომის (FPA) კომპონენტის ქვეშ განხორციელებული პროექტების მონიტორინგის შედეგები. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და დაგეგმეს 2017 წელს FPA-ის კომპონენტის ქვეშ განსახორციელებელი ღონისძიებები.