• Kintrishi Protected Areas

  • Kazbegi National Park

  •  

  • Pshav-Khevsureti Protected Areas

  • Algeti National Park

"რეგიონული მრჩეველთა საბჭო - მანგლისი"-ს სამუშაო შეხვედრა

10 მარტი, 2017
2017 წლის 10 მარტს, დაბა მანგლისში, გაიმართა ალგეთის ეროვნული პარკის "რეგიონული მრჩეველთა საბჭო - მანგლისი"-ს სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე მოხდა საბჭოს ოპტიმიზაციის საკითხის განხილვა, საბჭოს წევრებს წარედგინათ ინფორმაცია ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, მეგობართა ასოციაციის და SPPA-საქართველოს მიერ 2016 წელს განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და დაგეგმეს 2017 წელს ფინანსური თანამონაწილეობითი მიდგომის (FPA) და ინდივიდუალური საპროექტო წინადადებების (IPP) კომპონენტის ქვეშ განსახორციელებელი ღონისძიებები.

ტრენინგი მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაზე

3 მარტი, 2017
2017 წლის 2-3 მარტს, მაგლისში, ალგეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის მომზადების ფარგლებში, ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ ჩატარდა ტრენინგი მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაზე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, მრჩეველთა რეგიონული საბჭოსა და მეგობართა ასოციაციის წევრებმა.