• Kintrishi Protected Areas

  • Kazbegi National Park

  •  

  • Pshav-Khevsureti Protected Areas

  • Algeti National Park

ყაზბეგის ეპ დამხმარე ზონის სოფლების კონკურსი - „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“

28 აპრილი, 2017
დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიაში - საქართველო ფარგლებში, ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე ხუთი თემის მოსახლეობისთვის ჩატარდა კონკურსი - „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“ . კონკურსები გაიმართა თემების ადმინისტრაციულ შენობებში. საჯაროდ მოხდა პროექტების წარდგენა სოფლების ნდობით აღჭურვილი პირების მიერ და გამარჯვებულები გამოავლინა კონკურსის დღეს მოსახლეობის მიერ შერჩეულმა ადგილობრივმა ჟიურიმ. ჯამში გამოვლინდა 16 გამარჯვებული სოციალური პროექტი და პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი თანხები გადაეცათ. კონკურსის საერთო საპრიზო ფონდმა 104 000 ლარი შეადგინა. კონკურსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და ყაზბეგის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.

ვრცლად...

მანგლისში ჩატარდა ალგეთის ეროვნული პაკრის მენეჯმენტის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული მორიგი სამუშაო შეხვედრა

13 აპრილი, 2017
2017 წლის 12-13 აპრილს დაბა მანგლისში ჩატარდა ალგეთის ეროვნული პაკრის მენეჯმენტის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული მორიგი სამუშაო შეხვედრა. დამსწრეთათვის ალგეთის ეროვნული პარკის შესახებ არსებული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ დამსწრეთა აქტიური ჩართულობით მოხდა ალგეთის ეროვნული პარკის ღირებულებების განსაზღვრა, გრძელვადიანი მიზნების შემუშავება და ამ მიზნების მიღწევის ხელისშემშლელი მიზეზებისა და მათი გადაჭრის შესაძლებლობების გამოვლენა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები, ალგეთის ეროვნული პარკის მრჩეველთა რეგიონული საბჭოს წევრები და სხვა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები.