კონკურსი ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში „ტურიზმის განვითარება უკანაფშავის თემში“

31 ოქტომბერი, 2018
დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიაში - საქართველო ფარგლებში, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული 
პარკის მიმდებარე უკანაფშავის თემის სოფლებისთვის, ჩატარდა კონკურსი - “ტურიზმის განვითარება უკანაფშავის თემში“.

2018 წლის 13 ოქტომბერს, სოფ. თხილიანაში, უკანაფშავის თემის მცხოვრებლებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „სოფლის ტურიზმის საფუძვლები“. ტრენინგს დაესწრო 12 მონაწილე, რომელთა შორისაც ტესტირების საფუძველზე აირჩა 7 პოტენციური კანდიტატი კონკურსში „ტურიზმის განვითარება უკანაფშავის თემში“ მონაწილეობის მისაღებად. 

14 ოქტომბერს მოხდა შვიდივე კანდიდატის სახლების დათვალიერება და მათი ტურისტული პოტენციალის შეფასება დაქირავებული კონსულტანტის მიერ. 

31 ოქტომბერს მოეწყო კონკურსის საბოლოო ეტაპი. კონკურში მონაწილეობა მიიღო 5 სოფლის სოფლის 7-მა წარმომადგენელმა. ჟიურის გადაწყვეტილებით დაფინანსდა შვიდივე მონაწილე. 

გამარჯვებული პირები:

-სოფ. თხილიანა - ზაზა ქოჩაშვილი - 5000 ლარი 

-სოფ. შუაფხო - მაია წელაური - 5000 ლარი 

-სოფ. ვაკის სოფელი - ფიქრია წელაური - 5000 ლარი 

-სოფ.ჭიდალი - ვაჟა ჯაბანიშვილი - 4700 ლარი 

-სოფ.შუაფხო - გოდერძი ქოჩაშვილი - 4300 ლარი 

-სოფ.თხილიანა - გივი ელიზბარაშვილი - 3700 ლარი 

-სოფ.ზარისჭალა - თეა ხიბლაშვილი - 2900 ლარი 

პროექტების განხორციელების ვადა არის 8 თვე.

კონკურსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.