სამუშაო შეხვედრა გარემოსდაცვით საგანმანათლებლო პროგრამების განსახილველად

12 ოქტომბერი, 2018
SPPA-საქართველოს პროგრამის ფარგლებში გრძელდება მუშაობა ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისათვის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე.

ამ მიზნით 2018 წლის 12 ოქტომბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ალგეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების წარმოამდგენლები და სააგენტოს თანამშრომლები. შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილეს პირველი ოთხი პროგრამის პირველადი სამუშაო ვერსია და შეიმუშავეს კომენტარები. 

მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება კიდევ თორმეტი პროგრამის შემუშავება, რომელთა განხილვაც დაგეგმილია მომავალი წლის დასაწყისში