სახურავების რეაბილიტაცია სოფ. შატილში

25 ოქტომბერი, 2018
2018 წლის აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში -საქართველო“ ფარგლებში, სოფელ შატილის მცხოვრებ 20 ოჯახს და თემის სკოლას სახურავების რეაბილიტაციისთვის მასალა გადაეცა. გადახურვის დასრულების შემდეგ სახლები დაცული იქნება კლიმატური პირობებისგან და ასევე, ერთიან სტილში გადაწყვეტილი უფრო მეტად შეეხამება ადგილობრივ გარემოს.

სახურავების რეაბილიტაცია მოსახლეობის თანამონაწილეობით 2015 წელს დაიწყო. სახურავები მოძველებული იყო, ვეღარ იცავდა სახლებს სრულყოფილად წვიმისა და თოვლისაგან. 2015-2017 წლებში სახლის გადასახური მასალა თექვსმეტი მოსახლისთვის არის გადაცემული.