გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება

14 სექტემბერი, 2018
SPPA-საქართველოს პროგრამის ფარგლებში დაიწყო მუშაობა ალგეთის, კინტრიშის, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისათვის გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება.

ამ მიზნით 2018 წლის 13-14 სექტემბერს, ქ. მანგლისში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა რომელსაც ესწრებოდნენ ოთხივე დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციისა და ასევე საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები.

საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები ეწვივნენ ალგეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს; ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელეს შესაძლებლობებსა და კონკრეტულ საკითხებზე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისათვის. 

ექსპერტთა ვიზიტი ყაზბეგისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზეც დაგეგმილია 2018 წლის ოქტომბერში.