კონკურსი ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“

14 სექტემბერი, 2018 
2018 წლის 14 სექტემბერს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიაში - საქართველო ფარგლებში, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მიმდებარე უკანაფშავის თემის სოფლებისთვის, ჩატარდა კონკურსი - „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“. კონკურსები გაიმართა სოფ. თხილიანაში . საჯაროდ მოხდა 11 პროექტის წარდგენა  თითოეული სოფლის ნდობით აღჭურვილი პირების მიერ და გამარჯვებულები გამოავლინა მოსახლეობის მიერ შერჩეულმა ადგილობრივმა ჟიურიმ. ჯამში გამოვლინდა 6 გამარჯვებული სოციალური პროექტი და პასუხისმგებელ პირებს გადაეცათ შესაბამისი თანხები.

კონკურსის საერთო საპრიზო ფონდი შეადგენდა 30 000 ლარს. კონკურსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.

გამარჯვებული სოფლები და პროექტები:

1.წლის სათავე ნაგებობის მოწყობა სოფ. თხილიანაში - 6100 ლარი. 

2.წყლის ჰელიოგამათბობლები სოფ. მუქოსთვის - 6000 ლარი.

3.თაფლის სახლის დაფუძნება სოფ. ვაკისოფელში - 5500 ლარი. 

4.წლის სათავე ნაგებობის მოწყობა/რეაბილიტაცია სოფ. შუაფხოში - 4500 ლარი. 

5.საფეხმავლო ხიდის მონტაჟი სოფ. ჭიჩოსთვის - 4000 ლარი. 

6.სახურავების შესყიდვა სოფ. გოგოლაურთისთვის - 3900 ლარი.