მეფუტკრეობის დარგის განვითარება კინტირიშის დტ-ზე

5 აგვისტო,  2018
2018 წლის აგვისტოს განმავლობაში დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიაში - საქართველო ფარგლებში, კინტრიშის დაცული ტერიტორიების მიმდებარე ჭახათის და ხინოს თემის 44 მოსახლემ მიიღო 132 ფუტკრის სკა ოჯახით. ბენეფიციარები შეირჩნენ 2018 წლის 30 ივლისს და გამოვლინდნენ მეფუტკრეობის ტრენინგში მონაწილეობისა და შესაბამისი ტესტირების საფუძველზე. 

კინტრიშის დაცული ტერიტორიების მიმდებარე ჭახათის და ხინოს თემში მეფუტკრეობის ხელშეწყობა 2016 წლიდან მიმდინარეობს. 2016-2017 წლებში მოსახლეობას უკვე დაურიგდა 273 სკა ფუტრკის ოჯახებით. 

ღონისძიება გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.