მეფუტკრეობის დარგის განვითარება ყაზბეგის ეროვნულ პარკში

2018 წლის ივლისის განმავლობაში დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიაში - საქართველო ფარგლებში, ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე 5 თემის 87 მოსახლემ მიიღო 261 ფუტკრის სკა ოჯახით. ბენეფიციარები შეირჩნენ 2018 წლის 24 მაისს და გამოვლინდნენ მეფუტკრეობის ტრენინგში მონაწილეობისა და შესაბამისი ტესტირების საფუძველზე.

ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე 5 თემში მეფუტკრეობის ხელშეწყობა 2016 წლიდან მიმდინარეობს. 2016-2017 წლებში მოსახლეობას უკვე დაურიგდა 460  სკა ფუტრკის ოჯახებით. 

ღონისძიება გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და ყაზბეგის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ მეფუტკრეობის დარგის უფრო მეტად ხელშეწყობის და ადგილობრივი ფერმერების დახმარების მიზნით, სოფ. ტყარშეტის ტერიტორიაზე რემონტდება და იღჭურვება ყაზბეგის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის კუთვნილი „მეფუტკრეობის საწარმო“. საწარმოში შესაძლებელი იქნება ადგილობრივად ნაწარმოები თაფლის დაფასოება და ეტიკეტირება.