მეფუტკრეობის დარგის განვითარება არხოტის თემში

22 ივლისი, 2018
2018 წლის 22 ივლისს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიაში - საქართველო ფარგლებში, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მიმდებარე არხოტის თემის 17 მოსახლემ მიიღო 102 ფუტკრის სკა ოჯახით. ბენეფიციარები გამოვლიდნენ 2018 წლის 1 ივლისს, მეფუტკრეობის ტრენინგიში მონაწილეობისა და შესაბამისი ტესტირების საფუძველზე. სკების შესყიდვა- გადაცემა განხორციელდა მეგობართა ასოციაციის ორგანიზებით „SPPA-საქართველო“ პროგრამის ფარგლებში. 

ღონისძიება გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.