მეფუტკრეობის დარგის განვითარება უკანაფშავის თემში

27 მაისი, 2018
2018 წლის 27 მაისს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიაში - საქართველო ფარგლებში, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მიმდებარე უკანაფშავის თემის 30 მოსახლემ მიიღო 90 ფუტკრის სკა ოჯახით. ბენეფიციარები გამოვლიდნენ 2017 წლის 24-25 სექტემბერს, მეფუტკრეობის ტრენინგიში მონაწილეობისა და შესაბამისი ტესტირების საფუძველზე.

ღონისძიება გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.