მესაქონლეობის დარგის განვითარება უკანაფშავის თემში

26 დეკემბერი, 2017
2017 წლის 26 დეკემბერს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიაში - საქართველო ფარგლებში, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მიმდებარე უკანაფშავის თემის 20 მუდმივმა მოსახლემ მიიღო მესაქონლეობის დამხმარე ინვენტარი. ბენეფიციარები გამოვლიდნენ 2017 წლის 28-29 ოქტომბერს, მესაქონლეობის ტრენინგიში მონაწილეობისა და შესაბამისი ტესტირების საფუძველზე. საჭირო ინვენტარის (კასრები, ვედროები, ურიკები, ალუმინის ქვაბები, მზის ენერგიაზე მომუშავე ფარნები, უნიფორმები, ყველის ფორმები და რძის საწური ქსოვილი) შესყიდვა-გადაცემა განხორციელდა მეგობართა ასოციაციის ორგანიზებით.

ღონისძიება გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.