კონკურსი ყაზბეგის ეროვნულ პარკში „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“

17 აგვისტო, 2018
2018 წლის 16-17 აგვისტოს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიაში - საქართველო ფარგლებში, ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე 5 თემის მოსახლეობისთვის ჩატარდა კონკურსი - „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“. კონკურსები გაიმართა შესაბამისი თემების საჯარო თავშეყრის ადგილებში.

საჯაროდ მოხდა პროექტების წარდგენა  თითოეული სოფლის ნდობით აღჭურვილი პირების მიერ და გამარჯვებულები გამოავლინა მოსახლეობის მიერ შერჩეულმა ადგილობრივმა ჟიურიმ. ჯამში გამოვლინდა 20 გამარჯვებული სოციალური პროექტი და პასუხისმგებელ პირებს გადაეცათ შესაბამისი თანხები. კონკურსის საერთო საპრიზო ფონდი შეადგენდა 116,964 ლარს. კონკურსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და ყაზბეგის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.

გამარჯვებული სოფლები და პასუხისმგებელი პირები:

კობი-გუდაური

1. ქუმლისციხე - ლევან მარსაგიშვილი - საბავშვო სკვერის მოწყობა - 8982 ლარი

2. თრუსო - სოსო კობაიძე - საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 7984 ლარი

3. უხათი - ხვიჩა წიკლაური - სათიბების შემოღობვა - 3992 ლარი

4. ალმასიანი - გიორგი ჩოფიკაშვილი - საფეხმავლო ხიდის მოწყობა მდ. ნაროვანზე - 2994 ლარი.

სულ ჯამი  - 23 952 ლარი

გორისციხე

1. გორისციხე - მიხეილ ავსაჯანიშვილი - სოფლის თავშეყრის ადგილის მოწყობა - 8483 ლარი

2. ტყარშეტი - ორბი მაისურაძე - სპორტ დარბაზის რემონტის დასრულება - 5489 ლარი

3. ყანობი - ზურაბი ზილინაშვილი - სკვერის მოწყობა - 4990 ლარი

4. ხურთისი - ეკა ბუჩუკური - რიტუალების სახლის აღჭურვა ინვენტარით - 4491 ლარი

სულ ჯამი - 23 453 ლარი

სიონი

1. ფანშეტი - შოთა საბაური - გარე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა - 7135.70 ლარი

2. გარბანი - გიორგი გელაძე - სკვერის მოწყობა - 6487 ლარი

3. არშა - გუგუა ხულელიძე - სათიბელა მოტობლოკის შეძენა - 5189.60 ლარი

4. სიონი - თენგიზი ოდიშვილი - რიტუალების სახლში გათბობის მოწყობა - 4491 ლარი

სულ ჯამი - 23303.30 ლარი

სნო

1. სნო/აჩხოტი - იოანე გელაშვილი - სპორტ დარბაზში იატაკის შეცვლა - 7485 ლარი

2. კარკუჩა - ალექსი მარსაგიშვილი - სკვერის მოწყობა - 6487 ლარი

3. ახალციხე - გოგი ბუჩუკური - სკვერის მოწყობა - 5988 ლარი

4. ჯუთა - ტარიელი არაბული - სამეწყრე ადგილის შემოღობვა და გატყიანება - 3493 ლარი

სულ ჯამი - 23453 ლარი

სტეფანწმინდა

1. სტეფანწმინდა - ვახტანგ ალიბეგაშვილი - სტადიონის მოწესრიგება - 7102.70 ლარი

2. გერგეტი - ლევან გომიაშვილი - წყლის სათავე ნაგებობის მოწესრიგება - 7000 ლარი

3. ცდო - ვანო წიკლაური - სოფლის თავშეყრის ადგილის მოწყობა - 5700 ლარი

4. გველეთი - პავლე წიკლაური - სათიბების შემოღობვა - 3000 ლარი

სულ ჯამი - 22802.70 ლარი