იპშ - ჭახათის თემის მუნიციპალური შენობის რეაბილიტაცია

17 ივლისი, 2018
2018 წლის 17 ივლისს „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამამ კავკასიაში - საქართველო“ (SPPA-საქართველო) მისი კომპონენტის - ინდივიდუალური პროექტების წინადადებების (IPP) დაფინანსების ფარგლებში, დაასრულა სოფ. ჭახათში მდებარე ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო - სარემონტო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 89800 ლარს შეადგენდა.

სამუშაოების მოიცავდა შენობის 8 ოთახის, მათ შორის სამუშაო ოთახების, სამედიცინო პუნქტის, სველი წერტილის და დერეფნის სარემონტო სამუშაოებს, აგრეთვე, შეიცვალა შენობის სახურავი, კიბე და ფასადი.

აღნიშნული შენობა ეთმობა ადგილობრივ მმართველობას, აგრეთვე, მასში განთავსებულია სამედიცინო პუნქტი, ხოლო შენობის პირველ სართულზე დაგეგმილია ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის  თავშეყრის ადგილის მოწყობა.

აღნიშნული პროექტი „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამამ კავკასიაში - საქართველო“-სა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის, კინტრიშის დაცული ტერიტორიების მრჩეველთა რეგიონული საბჭოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

პროექტს გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) აფინანსებს. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.