კონკურსი ალგეთის ეროვნულ პარკში „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“

3 აგვისტო, 2018
2018 წლის 03 აგვისტოს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიაში - საქართველო ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის მიმდებარე შეხვეტილას თემის მოსახლეობისთვის ჩატარდა კონკურსი - „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“. კონკურსები გაიმართა სოფ. არხოტში . საჯაროდ მოხდა 9 პროექტის წარდგენა  თითოეული სოფლის ნდობით აღჭურვილი პირების მიერ და გამარჯვებულები გამოავლინა მოსახლეობის მიერ შერჩეულმა ადგილობრივმა ჟიურიმ. ჯამში გამოვლინდა 5 გამარჯვებული სოციალური პროექტი და პასუხისმგებელ პირებს გადაეცათ შესაბამისი თანხები. კონკურსის საერთო საპრიზო ფონდი შეადგენდა 15000 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. კონკურსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და ალგეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.

გამარჯვებული სოფლები და პასუხისმგებელი პირები:

1.სოფ. არხოტი: „სარწყავი და სასმელი წყლის რეაბილიტაცია/გაკეთება“ - 4000 ევრო

2.სოფ. ჯვრისხევი: „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათიბელას შეძენა“ – 3500ევრო

3.სოფ. ქვ.ჭინჭრიანი: „ხის მასალის შეძენა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად“ – 3400 ევრო

4.სოფ. დიდი ნამტვრიანი: „ხის მასალის შეძენა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად“- 2100 ევრო

5.სოფ. კოდისწყარო „სატვირთო მანქანისთვის ნაწილების შეძენა“ – 2000 ევრო