ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამუშაო შეხვედრა ქობულეთში

28 ნოემბერი, 2017
2017 წლის 27-28 ნოემბერს, ქ. ქობულეთში, გაიმართა მეორე სამუშაო შეხვედრა კინტრიშის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა გერმანელი ექსპერტი ტილ დიტერიხი. შეხვედრაში მონაწილოებას იღებდნენ კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო ექსპერტის მიერ შემუშავებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის პროგრამის დოკუმენტის სამუშაო ვერსია.