ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამუშაო შეხვედრა დუშეთში

24 ნოემბერი, 2017
2017 წლის 24 ნოემბერს, ქ. დუშეთში, გაიმართა მეორე სამუშაო შეხვედრა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა გერმანელი ექსპერტი ტილ დიტერიხი, ხოლო შეხვედრაში მონაწილოებას იღებდნენ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო ექსპერტის მიერ შემუშავებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის პროგრამის დოკუმენტის სამუშაო ვერსია.