ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამუშაო შეხვედრა სტეფანწმინდაში

22 ნოემბერი, 2017
2017 წლის 21-22 ნოემბერს, ქ. სტეფანწმინდაში, გაიმართა მეორე სამუშაო შეხვედრა ყაზბეგის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა გერმანელი ექსპერტი ტილ დიტერიხი, ხოლო შეხვედრაში მონაწილოებას იღებდნენ ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო ექსპერტის მიერ შემუშავებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის პროგრამის დოკუმენტის სამუშაო ვერსია.