ალგეთის ეროვნული პაკრის ზონირება

6 ოქტომბერი, 2017
2017 წლის 6 ოქტომბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში, SPPA-საქართველოს პროგრამის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ალგეთის ეროვნული პარკის ზონირების საკითხზე. 

პროექტის კონსულტანტმა, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარუდგინა ალგეთის ეროვნული პარკის ზონირების რუკა, რომელიც მენეჯმანტის გეგმის ფარგლებში შემუშავდა საბაზისო კვლევების საფუძველზე, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, ადგილობრივი მოსახლეობისა და რეგიონული მრჩეველთა საბჭო - ალგეთის წევრების აქტიური ჩართულობითა და მათთან შეთანხმებით.

დისკუსიისა და მსჯელობის შემდეგ, ალგეთის ეროვნული პაკრის ზონირება სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა წარდგენილი სახით.