ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების საზღვრის დემარკაცია

17 ოქტომბერი, 2017
2017 წლის 17 ოქტომბერს, ქ. დუშეთში, გაიმართა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან. დემარკაციის განმახორციელებელმა კომპანიამ „გეოგრაფიკმა“ დამსწრეთ წარუდგინა ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოებისა და შედეგების შესახებ.

ზოგიერთი დეტალის დაზუსტების და დამატებითი კონსულტაციების საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდა დამატებითი შეხვედრის ორგანიზება უახლოეს დღეებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მრჩეველთა რეგიონული საბჭო - ფშავ-ხევსურეთის და დუშეთის გამგეობის წარმომადგენლები.