ხევსურეთის  მუდმივი მაცხოვრებლების ფინანსური წახალისება

15 სექტემბერი, 2017
2017 წლის 14-15 სექტემბერს გაიმართა შეხვედრები ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარე არხოტისა და შატილის თემების სოფლების მუდმივი მაცხოვრებლებთან. შეხვედრების განმავლობაში მოხდა მუდმივი მაცხოვრებლების ინფორმირება პროგრამის მიზნებისა და ამოცანების შესახებ, მოსახლეობისთვის შემოსავლის მომტანი საქმიანობების იდენტიფიცირება, აგრეთვე, მათი  ფინანსური წახალისება.

ფინანსურად წახალისდა შემდეგი სოფლების მუდმივი მოსახლეობა:

არხოტის თემი
სოფ.ამღა -5 მოსახლე
სოფ.ახიელი -6 მოსახლე
სოფ.ჭიმღა-1 მოსახლე

შატილის თემი
სოფ.ანდაქი- 1 მოსახლე
სოფ. არდოტი - 3 მოსახლე
სოფ.მუცო -5 მოსახლე
სოფ. შატილი -10 მოსახლე
სოფ.ხონე -5 მოსახლე

ღონისძიება ჩატარდა „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველოს“ ფარგლებში, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მრჩეველთა რეგიონული საბჭოსა და მეგობართა ასოციაციის ხელშეწყობით.