კონკურსი ალგეთის ეროვნულ პარკში "სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის"

18 აგვისტო, 2017
2017 წლის 18 აგვისტოს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიაში - საქართველო ფარგლებში, ალგეთის ეროვნული პარკის მიმდებარე შეხვეტილას თემის მოსახლეობისთვის ჩატარდა კონკურსი - „სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის“. კონკურსები გაიმართა სოფ. არხოტში .

საჯაროდ მოხდა პროექტების წარდგენა სოფლების ნდობით აღჭურვილი პირების მიერ და გამარჯვებულები გამოავლინა მოსახლეობის მიერ შერჩეულმა ადგილობრივმა ჟიურიმ. ჯამში გამოვლინდა 7 გამარჯვებული სოციალური პროექტი და პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი თანხები. კონკურსის საერთო საპრიზო ფონდმა 36 000 ლარი შეადგინა. კონკურსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით და ალგეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტს საკონსულტაციო ჯგუფი „GFA“ ახორციელებს.

გამარჯვებული პროექტები და პასუხისმგებელი პირები:

  1. სოფ.ნაპილნარი -ალლაზ მისტაფაევი- 7300 ლარი
  2. სოფ. შეხვეტილა - ვასილ გვრიტიშვილი - 7000 ლარი
  3. სოფ.კოდისწყარო - მამუკა ქავთარაძე - 5500 ლარი
  4. სოფ. ქვემო ჭინჭრიანი - მალხაზ ალთუნაშვილი - 5200 ლარი
  5. სოფ. არხოტი - სერგო ქარქუზაშვილი -4500 ლარი
  6. ზემო ჭინჭრიანი - დავით წიკლაური - 3500 ლარი
  7. დიდინამტვრიანი - არჩილ აფციაური - 3000 ლარი